თანამდებობის პირთა არადეკლარირებული ქონება და სამეწარმეო საქმიანობა კახეთის მუნიციპალიტეტებში | საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

თანამდებობის პირთა არადეკლარირებული ქონება და სამეწარმეო საქმიანობა კახეთის მუნიციპალიტეტებში

30 ივნისი, 2016

 

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” წლებია, სწავლობს თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებს და იკვლევს, თუ რამდენად შეესაბამება პირთა მიერ შევსებული მონაცემები საჯარო რეესტრში არსებულ ინფორმაციას. სხვადასხვა დროს ორგანიზაციამ ქონებრივი დეკლარაციების არასრულად შევსების, თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის და სხვა სახის გადაცდომის შემთხვევები გამოავლინა აჭარის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის, იმერეთის და სხვა რეგიონების  მუნიციპალიტეტებში.

ამჯერად ორგანიზაციამ გამოიკვლია კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ყველა თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციებში მოცემული მონაცემების შესაბამისობა საჯარო რეესტრში არსებულ ინფორმაციასთან.

კვლევის შედეგად შედეგად გამოიკვეთა, რომ:

  • ზოგ შემთხვევაში, თანამდებობის პირებს არ აქვთ მითითებული მათ სახელზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული ქონება (ძირითადად, მიწის ნაკვეთები), რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-15 მუხლის “დ” პუნქტის დარღვევაა, რომლის თანახმადაც, თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში უნდა შევიდეს პირის, მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

ასეთი შემთხვევები გამოვლინდა ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ჯემალ შავერდაშვილის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლის დროს - შავერდაშვილს დეკლარაციაში არ აქვს მითითებული 15-ზე მეტი მიწის ნაკვეთის ფლობის შესახებ; 4 მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაცია არ მიუთითა ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ პაატა ნიორაძემ; თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლევან ლილუაშვილმა კი დეკლარაციაში არ შეიტანა მის საკუთრებაში არსებული 6 მიწის ნაკვეთი;

  • ხშირ შემთხვევაში პირების მიერ მითითებული მონაცემები არ ემთხვევა საჯარო რეესტრში მათ საკუთრებაში არსებული ქონების მონაცემებს, როგორც ეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ნუგზარ პაპიაშვილის,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის ელგუჯა გიორგაძის და სხვა თანამდებობის პირთა შემთხვევაშია აღნიშნული;  

  • რამდენიმე თანამდებობის პირი ამ დრომდე მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში, რაც კანონმდებლობის დარღვევაა - საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე საწარმოში.

  • ზოგიერთი თანამდებობის პირის ოჯახის წევრი მეწარმეა, თუმცა ამის შესახებ ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული არ არის, რაც ასევე წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას - საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-15 მუხლის “ი” პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირი ვალდებულია, მიუთითოს მისი ოჯახის წევრების ეკონომიკური საქმიანობის შესახებ.

  • არის შემთხვევები, როცა თანამდებობის პირებმა, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სამეწარმეო საქმიანობაზე უარი თქვეს;

  • თანამდებობის პირების ოჯახის წევრების კუთვნილი კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში ეჭვს არ იწვევს კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით, თუმცა არის შემთხვევები, როცა მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ კომპანიებთან მომსახურების გაწევაზე გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები გაფორმდა 5000 ლარამდე ღირებულების საქონლის მიწოდებაზე;

დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ სოლომონ ღორაშვილმა თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 18 სექტემბერს შეავსო. დოკუმენტში მითითებული არ არის, რომ ღორაშვილი 2010 წლის 19 სექტემბერს რეგისტრირებული შპს მირზაანის (ს/კ 228533600) 46.3%-იანი წილის მფლობელი და ამავე კომპანიის ხელმძღვანელია.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, შპს “მირზაანს” არცერთ ტენდერში არ მიუღია მონაწილეობა, მასთან ადმინისტრაციულ ორგანოებს არც პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება გაუფორმებიათ. ჩვენთვის უცნობია, მიიღო თუ არა შემოსავალი სოლომონ ღორაშვილმა შპს მირზაანიდან.

სოლომონ ღორაშვილს 2015 წლის 18 სექტემბერს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ ფლობს უძრავ ქონებას ქ. თბილისში, სამგორში, ლილოს დასახლებაში 16 კვ.მ, რაც საჯარო რეესტრის მონაცემებით არ დასტურდება.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ჯავახიშვილმა თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 3 აგვისტოს შეავსო. დეკლარაციაში მითითებული არ არის, რომ ზვიად ჯავახიშვილის მამა - ვაჟა ჯავახიშვილი ფლობს შპს კარტელის (406025091) 100%-იან წილს და ასევე, ამავე კომპანიის დირექტორია, ზვიად ჯავახიშვილი 2013 წლის 4 თებერვლამდე თავად იყო ამ კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი, თუმცა მოგვიანებით მამას გადასცა. 2013 წლის თებერვლიდან კომპანია რეგისტრირდება, როგორც საკვები პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, შპს “კარტელს” არცერთ ტენდერში არ მიუღია მონაწილეობა, მასთან ადმინისტრაციულ ორგანოებს არც პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება გაუფორმებია. ჩვენთვის უცნობია, მიიღო თუ არა შემოსავალი ვაჟა ჯავახიშვილმა შპს “კარტელში” სამეწარმეო საქმიანობიდან.

ზვიად ჯავახიშვილს დეკლარაციის მიხედვით მის სახელზე ქონება რეგისტრირებული არ აქვს, რაც შეეხება მისი ოჯახის წევრებს - დეკლარაციის შევსების შემდეგ, 2015 წლის 13 ოქტომბერს საკრებულოს თავმჯდომარის მამამ - ვაჟა ჯავახიშვილმა სოფელ მირზაანში 6006 კვ.მ, 6605 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, ხოლო 2016 წლის 27 იანვარს 6500 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნუგზარი პაპიაშვილმა თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 31 ივლისს შეავსო. ნუგზარი პაპიაშვილის მიერ დეკლარაციაში მითითებული მონაცემები მის მფლობელობაში არსებული ქონების შესახებ და საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრირებული მონაცემები არ შეესაბამება ერთმანეთს. კერძოდ, დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ პაატა მარაულთან ერთად, ფლობს 50 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართს საერთო საკუთრებაში, რეესტრის მონაცემების მიხედვით კი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში მდებარე არასასოფლო სამეურნეო 887 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 852 კვ.მ შენობა ნაგებობა (ს/კ 52.11.34.041.) და ასევე 88 კვ.მ შენობა-ნაგებობა და 152 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას,  რაც დეკლარაციაში ასევე ასახული არ არის.

პაპიაშვილს დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ თბილისში, მოსეშვილის ქ. # 1-ში ფლობს საცხოვრებელ ბინას (ფართობი - 100.00 კვ.მ), საჯარო რეესტრში რეგისტრირებული აქვს მხოლოდ  64. კვ.მ (01.14.11.002.003.01.060);

დეკლარაციაში პაპიაშვილს ასევე მითითებული აქვს, რომ  ფლობს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი)  1490 000 კვ.მ მიწის ნაკვეთს და არასაცხოვრებელ ფართს 1000 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართს, ხოლო რეესტრში რეგისტრირებული აქვს 1420 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი  (ს/კ 52.11.32.063) და მიწის ნაკვეთი 4 სხვადასხვა შენობით ს/კ 52.11.32.064, რომლის ფართობი წარმოადგენს 1135.92 კვ.მ.

ასევე დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ ფლობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელი ქვემო ქედში 560 000.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთს, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, პაპიაშვილი ფლობს 330 000 კვ.მ მიწის ნაკვეთს;

დეკლარაციაში ასევე მითითებულია, რომ  იგი ფლობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელი ქვემო ქედში საცხოვრებელ სახლს  (200.00 კვ.მ), რაც რეესტრში ასახული არ არის.

ასევე მის სახელზე ირიცხება ქვემოთ ჩამოთვლილი უძრავი ქონება, რომელიც დეკლარაციაში ასახული არ არის:

  • დედოფლისწყაროს რაიონის სოფ. ქვემო ქედში მდებარე სასოფლო სამეურნეო (საკარმიდამო) 3348კვ.მ მიწის ნაკვეთი 188 კვ.მ შენობით ს/კ 52.11.33.016;
  • თბილისში მოსაშვილის ქუჩა ნომერ 1-ში ფლობს არადეკლარირებულ 4 კვ.მ. სარდაფს. (საკადასტრო 01.14.11.002.003.01.611);
  • დედოფლისწყაროს რაიონის სოფ. ქვემო ქედში მდებარე, სასოფლო სამეურნეო (საძოვარი)  70 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი 4 სხვადასხვა შენობით ს/კ 52.11.32.064;
  • დედოფლისწყაროს რაიონის სოფ. ქვემო ქედში (შირაქი)  მდებარე, სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) 199 988კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ 52.11.37.049.
  •  

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საფინანსო, საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ სოსო ჯამასპიშვილმა თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 21 აგვისტოს შეავსო. ჯამასპიშვილს დეკლარაციაში სრულად აღწერილი არ აქვს მისი და მისი ოჯახის წევრების სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება (მიწის 5 ნაკვეთი), კერძოდ:

- სოფელ ზემო მაჩხაანში მდებარე 236829კვ.მ. სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი

(ს/კ  52.01.42.149);

- ასევე მის საკუთრებაშია ამავე სოფელში მდებარე 1135 546 კვ.მ. მიწის ნაკვეთი  (ს/კ 52.01.42.150), მაგრამ მისი  დეკლარაციიდან ჩანს, რომ მას საკუთრებაში აქვს 1500000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რაც რეესტრში რეგისტირებული მიწის ნაკვეთის ფართობს არ ემთხვევა.

- სოსო ჯამასპიშვილს ასევე არ აქვს დეკლარირებული საჯარო რეესტრში რეგისტრირებული  123 780 კვ,მ მიწის ნაკვეთი, (ს/კ  52.01.42.148);

- სოსო ჯამასპიშვილი ასევე ფლობს 814 კვ.მ მიწის ნაკვეთს (ს/კ 52.01.32.107) და 72 კვ.მ მიწის ნაკვეთს  (ს/კ 52.01.32.108) დედოფლისწყაროში, სოფელ ზემო მაჩხაანში (ს/კ 52.01.32.107), რაც დეკლარაციაში მითითებული არ არის.

დეკლარაციის მიხედვით, სოსო ჯამასპიშვილის შვილი შავლეგო ჯამასპიშვილი (პ/ნ 14001019533) ფლობს დედოფლისწყაროში, სოფ. ზემო მაჩხაანში (შირაქი) 12200 კვ.მ მიწის ნაკვეთს, ხოლო საჯარო რეესტრის მიხედვით კი მის სახელზე რეგისტრირებული 11 997 კვ.მ მიწის ნაკვეთი  ს/კ 52.47.31.022)

შავლეგო ჯამასპიშვილს საკუთრებაში აქვს არადეკლარირებული 12 001 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში (ს/კ 56.08.43.007); შავლეგო ჯამასპიშვილის მფლობელობაშია ქალაქ თბილისში, შირაქის ქ.#3 მდებარე არადეკლარირებული 5.62 კვ.მ სარდაფი ს/კ (01.17.13.035.002.01.508);

დეკლარაციიდან ჩანს, რომ სოსო ჯამასპიშვილის შვილს ესმა ჯამასპიშვილს (პ/ნ 14001008261) საკუთრებაში აქვს 120 კვ.მ საცხოვრებელი სახლი. საჯარო რეესტრის მონაცემებით კი ირკვევა, რომ ის ფლობს  358 კვ.მ. მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ შენობებს 122.47კვ.მ. და 12.0კვ.მ (ს/კ 52.01.32.035); ასევე დეკლარაციის მიხედვით, ესმა ფლობს 600 კვ.მ მიწის ნაკვეთს დედოფლისწყაროში სოფელ ზემო მაჩხაანში, ქუმბათში, რეესტრის მონაცემებით კი ესმა ჯამასპიშვილი ფლობს 739 კვ.მ მიწის ნაკვეთს (ს/კ  56.06.49.016)

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გივი გიგაურმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო 2016 წლის 12 თებერვალს. გიგაურმა დეკლარაციაში არ მიუთითა შემდეგი უძრავი ქონება (მიწის 7 ნაკვეთი):

- დედოფლისწყარო სოფელ გამარჯვებაში (ტარიბანა) მდებარე 1490000კვ.მ სასოფლო სამეურნეო  მიწის ნაკვეთი (ს/კ 52.30.31.069 წინა 52.05.05.077);

- დედოფლისწყარო სოფელ გამარჯვებაში (ტარიბანა) მდებარე 3470066 კვ.მ სასოფლო სამეურნეო  მიწის ნაკვეთი (ს/კ 52.05.05.044);

- დედოფლისწყარო სოფ. ჯაფარიძეში, მდებარე სასოფლო სამეურნეო 699989კვ,მ მიწის ნაკვეთი  (ს/კ 52.29.31.010 წინა ნომერი 52.07.07.070);

- დედოფლისწყარო  სოფ. გამარჯვებაში (შირაქი) მდებარე 9094 კვ.მ სასოფლო სამეურნეო  მიწის ნაკვეთი (ს/კ 52.25.31.067 წინა ს/კ 52.05.02.019);

- დედოფლისწყარო სოფელ გამარჯვებაში (სოფლის მასივი) არსებული 10991 კვ.მ სასოფლო სამეურნეო  მიწის ნაკვეთი (ს/კ 52.05.32.035 წინა 52.05.04.011 );

- დედოფლისწყაროში, სტალინის ქუჩა 51; კორპუსი 15; ბინა #2; მდებარე ბინა, 52.84 კვ.მ (ს/კ 52.08.06.066.01.002), ასევე ამავე მისამართზე რეგისტრირებული 27.74 კვ.მ ბინა  (52.08.06.066.01.003);

- დედოფლისწყარო სოფელ გამარჯვებაში (ტარიბანა) მდებარე 149900კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი (ს/კ 52.05.05.076);

გივი გიგაურის მიერ დეკლარაციაში მითითებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც დედოფლისწყაროში,  ტარიბინაში მდებარეობს არ ემთხვევა საჯარო რეესტრის მონაცემებს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით, ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარემ თემურ ოზბეთელაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 19 აგვისტოს შეავსო.

დეკლარაციაში არ აქვს მითითებული სოფელ ზემო მაჩხაანში 2350 კვ.მ სასოფლო სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი (ს/კ 52.01.32.109).

თემურ ოზბეთელაშვილს დეკლარაციაში მითითებული ქონება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, კერძოდ, დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქ. #42, ბინა 12, ფართობი - 135 კვ.მ, ასევე მიწის ნაკვეთი (სახნავი), მდებარე დედოფლისწყაროში, სოფ. ზემო მაჩხაანში, ფართობი - 12500.00 კვ.მ, ასევე მისი მეუღლეზე მაია ბოსტაშვილზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, მდებარე დედოფლისწყაროში ფართობი - 2500.00 კვ.მ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გივი გერგიძემ ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 11 აგვისტოს შეავსო. გივი გერგიძემ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე ციცინო მიმინოშვილი თბილისში, ვაზისუბნის დასახლება მე-18-ე კორპუსში ფლობს ბინას  ს/კ 01.17.10.002.104.28.042 და მელიქიშვილის ქ #13-ში არსებული ფართიდან წილს (38.00/668.00) (ს/კ  01.15.03.017.006.02.515);

დეკლარაციაში ასევე არ მიუთითა, რომ მისი შვილი ივანე გერგიძე (პ/ნ 01020004131) თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩა N66-ში ფლობს 43,28 კვ.მ ბინას N31. (ს/კ 01.14.11.027.007.01.031) და ამავე მისამართზე 38.69კვ.მ. კორპუსის სხვენს (ს/კ 01.14.11.027.007.01.508).

დეკლარაციაში აღნიშნული არის მისი მეუღლის მიერ სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი - კომპანია GG (ს/კ 427717250) დირექტორობიდან ციცინო მიმინოშვილმა 5000 ლარზე მეტი მიიღო.

მეუღლემდე კომპანიას თავად გერგიძე ხელმძღვანელობდა - გურჯაანის ახლანდელმა გამგებელმა კომპანია GG 2011 წლის 11 ნოემბერს დააფუძნა. დაფუძნებიდან 2014 წლის 8 ივლისამდე კომპანიის 100%-იან წილს სწორედ გერგიძე ფლობდა და ამავე დროს იყო კომპანიას დირექტორიც. 2014 წლის 14 ივლისის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, გივი გერგიძე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლად იქნა არჩეული და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კომპანიის 100%-იან წილი და დირექტორის პოზიციაც მის მეუღლეს ციცინო მიმინოშვილს (პ/ნ 01017036507) გადაუფორმა.

გამარტივებული შესყიდვის წესით სს “კურორტმა ახტალამ “ 2012 წლიდან დღემდე კომპანია GG-ისგან  5-ჯერ იყიდა სხვადასხვა სახის მედიკამენტებს (ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მომსახურების სანაცვლოდ მიღებული ჯამური თანხა 12300 ლარია).

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ელგუჯა გიორგაძემ თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 14 დეკემბერს შეავსო  - გიორგაძემ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ 2006 წლის 16 თებერვლიდან რეგისტრირდება როგორც ინდივიდუალური მეწარმე (პ/ნ 13001009596).

გიორგაძის მიერ დეკლარაციაში მითითებული ინფორმაცია მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ არ შეესაბამება საჯარო რეესტრით მის სახელზე რეგისტრირებულ ქონებას. კერძოდ, ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია, რომ ის ფლობს მიწის ნაკვეთებს ფართობებით 500 000 კვ.მ, 10 000 კვ.მ, 10 000 კვ.მ  და საცხოვრებელ სახლებს 400 კვ.მ. და 150 კვ.მ. გურჯაანში.

საჯარო რეესტრის მონაცემებით კი ვარკვევთ, რომ ელგუჯა გიორგაძის სახელზე რეგისტრირებულია გურჯაანში მდებარე შემდეგი უძრავი ქონება:

- 381 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი გურჯაანში 393.8 კვ.მ საცხოვრებელი სახლით ს/კ 51.08.01.776

- 91200 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 51.08.52.006 წინა ნომერი 51.08.52.005;

- 50300 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 51.08.52.011 წინა ნომერი 51.08.52.010   51.08.52.007;     

- 100000 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 51.08.58.021 წინა ნომერი 51.08.04.017;

- 94167 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 51.08.52.125 წინა ნომერი 51.08.04.779ა;

- 1939 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 51.08.61.070  წინა ნომერი 51.08.01.676;

- 1415 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 51.08.61.071 წინა ნომერი 51.08.01.675;  

- 1360 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 51.08.61.072 წინა ნომერი 51.08.01.677;

- 29779 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 51.08.58.102 წინა ნომერი 51.08.58.003;

- 425 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 51.08.58.103  წინა ნომერი 51.08.58.003;

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად ყვირილაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 13 აგვისტოს შეავსო.

ყვირილაშვილის მიერ შევსებულ 2015 წლის დეკლარაციაში არ არის მითითებული, მისი მეუღლის, ნანა ჯადუგიშვილის (პ/ნ 13001011563) სახელზე რეგისტრირებული ქალაქ გურჯაანში ერეკლე მეორის #1 მდებარე 458კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 220.30 კვ.მ შენობა ნაგებობით (ს/კ 51.01.59.214)

აღსანიშნავია, რომ ეს უძრავი ქონება დარეგისტრირებულია ქონებრივი დეკლარაციის შევსებამდე ერთი თვით ადრე 09/07/2015.

ყვარლის მუნიციპალიტეტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჯემალ შავერდაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 1 სექტემბერს შეავსო. ჯემალ შავერდაშვილმა, დეკლარაციაში არ მიუთითა ქვემოთ ჩამოთვლილი უძრავი ქონება:

-  ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მდებარე 11818 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 57.07.65.001 ( წინა 57.07.08.426) და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები;

- ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მდებარე 8349 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 57.07.65.006 წინა 57.07.08.416;

- ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მდებარე 2150 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 57.07.65.005 წინა (57.07.08.418);

- ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მდებარე 5529 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 57.07.65.026 წინა 57.07.08.423;

- ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მდებარე 4452 კვ.მ სასოფლო სამეურნეო  მიწის ნაკვეთი ს/კ 57.07.65.027 წინა 57.07.08.430;

- ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მდებარე 10289 კვ.მ სასოფლო სამეურნეო  მიწის ნაკვეთი ს/კ 57.07.65.028 წინა 57.07.08.433

- ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მდებარე 11020კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 57.07.65.029 წინა 57.07.08.434;

- ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მდებარე  8161 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი  ს/კ 57.07.65.030 წინა 57.07.08.432;

- ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მდებარე 3765 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 57.07.65.031 წინა 57.07.08.431;

- ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მდებარე 2152 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 57.07.65.032 წინა 57.07.08.428;

- ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მდებარე 6758 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 57.07.65.033 წინა 57.07.08.427;

- ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მდებარე 6731კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 57.07.65.034: წინა 57.07.08.422;

- ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მდებარე 4710 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 57.07.65.035 წინა 57.07.08.414;

- ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მდებარე 4916 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 57.07.65.036 წინა 57.07.08.421;

- ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მდებარე 4873 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 57.07.65.037 წინა 57.07.08.420;

- ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მდებარე 5375 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 57.07.65.043 წინა 57.07.08.424;

- ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მდებარე 3187კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 57.07.65.042 წინა 57.07.08.415;

- ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მდებარე 7931 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 57.07.65.046 წინა 57.07.08.417;

დეკლარაციაში მის მიერ მითითებული საცხოვრებელი სახლი ყვარლის რაიონის  სოფელ შილდაში 120.00 კვ.მ და არასაცხოვრებელი ფართი (ძროხების ფერმა) 180 კვ.მ რეესტრში არ იძებნება.

ყვარლის მუნიციპალიტეტის იურიდიული საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ კობა ფაჩოშვილმა თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 18 სექტემბერს შეავსო. კობა ფაჩოშვილმა დეკლარაციაში მიუთითა, რომ ის ფლობს 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთს ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში და 150 კვ.მ საცხოვრებელ სახლს, თუმცა უძრავი ქონების რეესტრის მონაცემებით, ფაჩოშვილის საკუთრებაშია 7540 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ 57.07.65.015, ხოლო საცხოვრებელი სახლი მის სახელზე რეგისტრირებული არ არის.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ პაატა ნიორაძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო 2015 წლის 17 სექტემბერს. ნიორაძეს დეკლარაციაში არ მიუთითებია, რომ დღემდე ფლობს 2007 წელს დარეგისტრირებული  “შპს დიაბაზი 2007”-ის (ს/კ 241580605) 100%-იან წილს და ასევე რჩება კომპანიის დირექტორად. რაც არღვევს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონს, რომლის თანახმად, თანამდებობის პირს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე საწარმოში.

ნიორაძემ დეკლარაციში ასევე არ მიუთითა შემდეგი უძრავი ქონება:

  • სასოფლო სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთი 18 319 კვ.მ. ს/კ (57.03.59.162) მდებარე ყვარელში, სოფელ ჭიკაანში (წინა ნომრები: 57.03.59.109;  57.03.59.116;  57.03.59.134)

- არასასოფლო სამეურნეო  მიწის ნაკვეთი 80 კვ.მ. ფართი ს/კ 57.06.60.507 წინა (57.06.60.482) და 57.06.60.362 მდებარე ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე და იმავე მისამართზე არსებული 24 კვ.მ ფართი. 57.06.56.241

- თანასაკუთრებაში არსებული  არასასოფლო სამეურნეო   მიწის ნაკვეთი  (სახნავი ) 3141 კვ.მ. ს/კ 57.03.59.167 მდებარე ყვარლის რაიონი სოფელ ჭიკაანში. წინა 57.03.05.126, ასევე 2242 კვ.მ.  მიწის ნაკვეთი ს/კ 57.03.59.168 წინა  57.03.05.123;

- ასევე 10795.89 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ  57.03.05.146; მდებარე ყვარელში, სოფელ ჭიკაანში,

მისი მეუღლის ლელა ბილანიშვილის საკუთრებაში არსებული, 6517 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ  57.06.68.561 წინა ს/კ 57.06.68.550) და 6175 კვ.მ  მიწის ნაკვეთი  ს/კ 57.06.68.560   ს/კ 57.06.68.550).

ასევე მისი მეუღლის ლელა ბილანიშვილის საკუთრებაში არსებული 35 კვ.მ ფართი, ყვარელში ჭავჭავაძის 65-ში ს/კ 57.06.56.242 (რომელიც დეკლარაციის შევსების შემდეგ გასხვისდა სხვა პირზე) და ამავე მისამართზე მდებარე 68 კვ.მ ფართი ს/კ 57.06.25.233.01.504); დეკლარაციაში მითითებულია, რომ ლელა ბილანიშვილი ფლობს 82 კვ.მ ფართს, რაც არ შეესაბამება რეესტრში დარეგისტრირებულ ფართს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით, ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე აკაკი სეფაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო 2015 წლის 17 სექტემბერს. აკაკი სეფაშვილმა შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, მის სახელზე რეგისტრირებული შემდეგი უძრავი ქონება:

- ყვარელში მდებარე 1149 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 57.06.53.247;

- ყვარელში მდებარე 1000 კვ.მ  სასოფლო სამეურნეო  მიწის ნაკვეთი ს/კ 57.06.62.297

- ყვარელში მდებარე 2414 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 57.06.62.292 წინა 57.06.15.123 (ნაკვეთის ფართი იყო 2350, დაზუსტდა გახდა 2414);

- ყვარელში, ცოტნე დადიანის ქუჩის #14-ში მდებარე სასოფლო სამეურნეო 2811კვ.მ  მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 227 კვ.მ შენობა ს/კ 57.06.53.244: წინა 57.06.01.480;

- ყვარელში მდებარე 4633 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 57.06.69.200 წინა 57.06.09.060;

- ყვარელში მდებარე, მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული 3712 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 57.06.62.251: წინა 57.06.15.229; იყო 4880 კვ.მ და დაზუსტების შემდეგ გახდა 3712 კვ.მ)

- ყვარელში მდებარე 1352 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 57.06.01.041

- ყვარელში მდებარე მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული 9669 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 57.06.65.181 წინა 57.06.05.533; (შენიშვნა: 2016 წლის 24 აპრილს აღნიშნული ქონება გასხვისდა სხვა პირზე).

- დეკლარაციის შევსების შემდეგ, აკაკი სეფაშვილმა დაირეგისტრირა სასოფლო სამეურნეო 1546 კვ.მ მიწის ნაკვეთი  ს/კ 57.06.65.367.

აკაკი სეფაშვილს დეკლარაციაში მითითებული ჰყავს შვილი ილია მზექალაშვილი, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, აკაკი სეფაშვილის შვილის ოფიციალური გვარი სეფაშვილია და არა მზექალაშვილი (პ/ნ 45001003363). მის სახელზე კი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონება ყვარელში:

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვაჭრიშვილმა - თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 25 აგვისტოს შეავსო. ვაჭრიშვილმა დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში ფლობს 3001 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს  ს/კ 55.09.66.066

ასევე, მის მიერ დეკლარირებული ქონება საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით არ იძებნება კერძოდ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მანავში, 120.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლი, 1000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 8920.00 კვ.მ  მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული მის ოჯახის წევრებზე (ნიკოლოზ ვაჭრიშვილი 25%,  თორნიკე ვაჭრიშვილი - 25%, გიორგი ვაჭრიშვილი - 25%, გოგოლა ვაჭრიშვილი - 25%).

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის ელდარ მეფარიძის მიერ 2015 წლის 10 სექტემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული მონაცემები არ შეესაბამება რეესტრში დარეგისტრირებულ ქონებას.

მიუთითა, რომ მისი მეუღლის მზია მეფარიძის (პ/ნ 36001030167) სახელზეა საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში არსებული სასოფლო სამეურნეო 2200 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 288 კვ.მ შენობა ნაგებობა, რეესტრის მონაცემებით კი მისი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში არსებული სასოფლო სამეურნეო (საკარმიდამო) 2007 კვ.მ მიწის ნაკვეთი შენობით (ს/კ 55.13.51.119).

ელდარ მეფარიძის მიერ დეკლარირებული ქონება საჯარო რეესტრში არ იძებნება, კერძოდ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელი ნინოწმინდაში მდებარე 60000 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ კოტე კაპანაძემ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 1 სექტემბერს შეავსო. კაპანაძეს დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ ლაგოდეხის რაიონის სოფელ კართუბანში ფლობს 110 000 კვ.მ მიწის ნაკვეთს და 170 კვ.მ საცხოვრებელ სახლს, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით არ ფიქსირდება. მის მიერ დეკლარაციაში მითითებული ქონება არ ემთხვევა მის სახელზე საჯარო  რეესტრში რეგისტრირებულ ქონებას.

კაპანაძეს დოკუმენტში არ აქვს მითითებული შემდეგი ქონება: საჯარო რეესტრის მონაცემებით, კოტე კაპანაძე ლაგოდეხში, სოფელ ნინიგორში ფლობს 265 200კვ.მ. სასოფლო სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთს ს/კ 54.04.18.009. კაპანაძის სახელზე ასევე რეგისტრირებულია 7815 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში ს/კ 54.08.60.051. კოტე კაპანაძეს რეგისტრირებული აქვს თბილისში, ქეთევან წამებულის გამზ./ ბოჭორმის N 50/18. მშენებარე ბინა 68ა - 120 კვ.მ. (ს/კ 01.17.13.041.016.01.068ა);

სიღნაღის მუნიციპალიტეტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ეკა ჩახნაშვილმა თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 8 სექტემბერს შეავსო. ჩახნაშვილმა დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი დედა (ამალია ჩახნაშვილი პ/ნ 40001013732) თბილისში ჩიქობავას ქუჩა #51-ში ფლობს 79.63კვ.მ ბინას და სარდაფის ორ ფართს 13.62 კვ.მ და 4.36 ს/კ 01.16.06.026.001.01.510. აღსანიშნავია, რომ ამალია ჩახნაშვილის დაბადების თარიღი ეკა ჩახნაშვილის მიერ შევსებულ დეკლარაციასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამომრჩეველთა სიაში განსხვავებულია, თუმცა სხვა მონაცემები ემთხვევა, რაც გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ ამალია ჩახნაშვილი (პირადი ნომრით  40001013732) ნამდვილად ეკა ჩახნაშვილის დედაა, სავარაუდოდ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ დეკლარაციის შევსებისას დედის დაბადების თარიღი ერთი მონაცემის ცდომილებით შეავსო.

საკრებულო:

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გოჩა ტოკლიკიშვილმა თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 28 აგვისტოს შეავსო. გოჩა ტოკლიკიშვილმა დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ შპს “KAKHETI LANDS” (ს/კ 440388992) 100%-იან წილის მფლობელია.

კომპანია შპს “KAKHETI LANDS” რეგისტრირებულია 2012 წლის 28 მარტს. კომპანიის ამჟამინდელი დირექტორია კონსტანტინე ტოკლიკიშვილი.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, შპს “KAKHETI LANDS”-ს  არცერთ ტენდერში არ მიუღია მონაწილეობა და მასთან არც პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება გაუფორმებიათ.

გოჩა ტოკლიკიშვილმა 2015 წლის 28 აგვისტოს შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა, რომ ფლობს წნორში 15000 კვ.მ მიწის ნაკვეთს, ხოლო მისი დედა ელიზა ტოკლიკიშვილი 7 500 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რაც საჯარო რეესტრის მონაცემებით არ დასტურდება.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თემურ ჯავაშვილმა თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 20 აგვისტოს შეავსო. თემურ ჯავაშვილს დეკლარაციაში არ მიუთითებია, რომ შპს “ჩვენი სოფლის” (ს/კ 440388527) 50%-იანი წილის მფლობელია.

კომპანია შპს “ჩვენი სოფლის” სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 2011 წლის 17 იანვარი. კომპანიის საქმიანობის სფეროებია მეფრინველეობა, მებოსტნეობა და ა.შ. კომპანიის დარეგისტრირების მომენტში დირექტორი თემურ ჯავაშვილი იყო, ამჟამინდელი დირექტორი კი მალხაზ ბეგიაშვილია.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, კომპანიას არცერთ ტენდერში არ მიუღია მონაწილეობა და მასთან არც პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება გაუფორმებიათ.

ახმეტის მუნიციპალიტეტი

გამგეობა:

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ვანო ნასყიდაშვილმა თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 20 ნოემბერს შეავსო. ნასყიდაშვილს დეკლარაციაში არ მიუთითებია მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული 3918 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი  ახმეტაში (ს/კ 50.04.20.318)

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ თამაზ ქავთარაშვილმა თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაცია 2016 წლის 17 თებერვალს შეავსო. ქავთარაშვილს მიერ შევსებულ დეკლარაციაში  მითითებული მიწის ზომები არ ემთხვევა (ნაკლებია) მის სახელზე რეგისტრირებულ მონაცემებს

2016 წლის 17 თებერვალს თამაზ ქავთარაშვილის მიერ შევსებულ დეკლარაციაში ასახული მონაცემები არ ემთხვევა საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრირებულ მონაცემებს. კერძოდ, საჯარო რეესტრში თამაზ ქავთარაშვილს რეგისტრირებული აქვს  1510კვ.მ და 917 კვ.მ შენობა-ნაგებობა. (ს/კ 50.06.04.002); 1509კვ.მ. (ს/კ 50.06.33.220); 3454კვ.მ. თანასაკუთრება (ს/კ 50.05.33.103); 711კვ.მ. და 88.2 კვ.მ და 6.7 კვ.მ შენობა-ნაგებობა (ს/კ 50.06.33.222), ხოლო დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ იგი ფლობს დუისში, 616.10 820.00 კვ.მ და 4000.00 კვ.მ მიწის ფართობებს და 690.00 კვ.მ შენობა-ნაგებობას და 94.90 კვ.მ საცხოვრებელი სახლს.

თამაზ ქავთარაშვილს ასევე დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ თბილისში, ცხრა ძმის ქუჩა 3-ში ფლობს 18 კვ.მ მეტრის ფართს, რაც რეესტრის ჩანაწერების მიხედვით არ დასტურდება.

დეკლარაციაში თამაზ ქავთარაშვილს მითითებული აქვს, რომ მისი შვილი მუსლიმ ქავთარაშვილი ფლობს სოფელ დუისში, 316.60 კვ.მ საცხოვრებელ სახლს და 1698.40 კვ.მ მიწის ფართობს, რაც ასევე არ ემთხვევა საჯარო რეესტრში არსებულ მონაცემებს, კერძოდ, საჯარო რეესტრის მიხედვით მუსლიმ ქავთარაშვილის (08001033842) სახელზე რეგისტრირებულია 2015 კვ.მ მიწის ფართობი და 316.6 კვ.მ და 31.9 კვ.მ შენობა-ნაგებობა.  (ს/კ 50.06.33.091);

ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ წითელაურმა 2015 წლის 11 სექტემბერს შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა, რომ ფლობს საცხოვრებელ სახლს ახმეტაში,ზემო ხოდაშენში, 360.00 კვ.მ-ს, ასევე მიწის ნაკვეთებს 5000.00 კვ.მ ობოლძეში, 1500.00 კვ.მ ნინიკელაანთ უბანში და 6000.00 კვ.მ ზემო ხოდაშენში, საჯარო რეესტრის მიხედვით კი თამაზ წითელაური წარმოადგენს ახმეტის რაიონში, სოფელ ხოდაშენში, 2911 კვ.მ მიწის ფართობის და 261 კვ.მ და 128 კვ.მ შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს (ს/კ 50.02.33.037)

თელავის მერია

თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლევან ლილუაშვილმა თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 8 სექტემბერს შეავსო. ლილუაშვილს დეკლარაციაში არ მიუთითებია, მისი და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული რამდენიმე მიწის ნაკვეთი:

- მის საკუთრებაში არსებული 1156 კვ.მ სასოფლო- სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთი თელავის რაიონი სოფ. ბუშეტი ს/კ 53.02.42.062

- თელავის რაიონი, სოფელ ხოდაშენში მდებარე, მის საკუთრებაში არსებული 9374 კვ.მ სასოფლო- სამურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 53.02.33.050.

- თელავის რაიონი, სოფ.ქვემო ხოდაშენში მდებარე მის საკუთრებში არსებული 3368 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 53.02.41.049

- თელავის რაიონი, სოფ.ქვემო ხოდაშენიში მდებარე, მის საკუთრებაში არესბული 2243 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ 53.02.34.074

- თელავის რაიონი, სოფ.ქვემო ხოდაშენიში მდებარე, მის საკუთრებაში არსებული 2826 კვ.მ სასოფლო-სამურნეო მიწის ნაკვეთი ს/კ  53.02.40.145.

- თელავის რაიონი, სოფ. ქვემო ხოდაშენში მდებარე, მის საკუთრებაში არსებული 787კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი  ს/კ  53.02.41.095.

ლევან ლილუაშვილს დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ მისი მეუღლე თამარ ხიზანიშვილი ფლობს თელავში, ჭონქაძის 15ა-ში 165 საცხოვრებელ სახლს, ხოლო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, თელავში, ჭონქაძის 15ა-ში თამარ ხიზანიშვილი ფლობს 254.4 კვ.მ ფართს.



ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია გიგიაშვილმა თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 14 სექტემბერს შეავსო. გიგიაშვილმა დეკლარაციაში მიუთითა, რომ მისი მეუღლე მაია ყეინოშვილი ფლობს ყვარლის რაიონ სოფელ ენისელში 2812 კვ.მ მიწის ნაკვეთს და 432 კვ.მ საცხოვრებელ სახლს, თუმცა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია იმავე მისამართზე მდებარე 185 კვ.მ შენობა-ნაგებობა და არა 432 კვ.მ საცხოვრებელი სახლი. ასევე, დეკლარაციაში მითითებული მიწის ნაკვეთის ფართობი განსხვავდება რეესტრში მითითებული ფართობისგან, კერძოდ, გიგიაშვილის სახელზე რეგისტრირებულია   12 626 კვ.მ.-ია (ს/კ 57.08.55.018) მიწის ნაკვეთი და არა 12 501.53 კვ. მ მიწის ნაკვეთი, როგორც ეს დეკლარაციაშია მითითებული.

ასევე დეკლარაციაში მითითებული არ არის ყვარელში, სოფელ ენისელში მდებარე, ოჯახის საკუთრებაში არსებული  6674.56  მიწის ნაკვეთი (ს/კ 57.08.05.103) და ამავე სოფელში მდებარე, ოჯახის საკუთრებაში არსებული  5479  მიწის ნაკვეთი (57.08.05.225);

რეკომენდაციები

მიუხედავად იმისა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” არაერთხელ გამოაქვეყნა კვლევა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში თანამდებობის პირთა არადეკლარირებული ქონებისა და იმ რისკების შესახებ, რაც არადეკლარირებულმა ქონებამ შესაძლოა წარმოქმნას, დეკლარაციების არასრულად შევსების მაგალითები, როგორც კახეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა შემთხვევაშიც ვნახეთ, ისევ სისტემურ პრობლემად რჩება.

ასევე, ორგანიზაციამ მრავალჯერ მიუთითა ხელისუფლებას, კორუფციასთან ეფექტური ბრძოლისთვის დამატებითი მონიტორინგის მექანიზმების შემუშავების აუცილებლობაზე. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს ახალი კანონის მიხედვით, რომლის ნაწილი 2017 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს,  საჯარო სამსახურის ბიურო  უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” იმედოვნებს, რომ აღნიშნული ნორმა პრაქტიკაში განხორციელდება და კვლევაში გამოვლენილი პრობლემების მოგვარების ეფექტური მექანიზმი გახდება.  

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”  კახეთის მუნიციპალიტეტებს მოუწოდებს:

  • თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შევსების დროს მაქსიმალურად უზრუნველყონ ზუსტი მონაცემების სრულყოფილად და დროულად შეტანა.

  • გააძლიერონ პრევენციული მექანიზმები შესაძლო კორუფციული გარიგებების თავიდან ასაცილებლად;

  • გააძლიერონ მონიტორინგის მექანიზმები, რათა არ დაუშვან რაიმე ტიპის ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნა სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას;

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“