შეხვედრა ფოთში
12/03/2024
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" გუნდის წევრებმა ფოთში, სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრა გამართეს და ისეთი მნიშვნელოვანი თემები მიმოიხილეს, როგორიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის სტრატეგიებია. ასევე, საჯარო მონაცემების ბაზებიდან ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების ხერხები. ამასთან ერთად, განიხილეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ შექმნილი ვებგვერდების გამოყენების მეთოდები. შეხვედრა 11 მარტს, ფოთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ “ლიმენაში” გაიმართა.