3 აგვისტო: ბათუმში სავარაუდოდ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა პირებმა გახარიას პარტიას წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელი შეუშალეს
18 სექტემბერი, 2024
- 3 აგვისტოს ბათუმში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის მცდელობა დაფიქსირდა. პარტიის თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით შეხვედრის ჩაშლა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულმა პირებმა სცადეს, რომლებიც ამავე დროს „ქართული ოცნების“ აქტივისტებიც არიან.
ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს არსებობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა პარტიას ჰქონდეს საარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა. შსს ვალდებულია უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო და აღკვეთოს საარჩევნო ღონისძიებების ჩაშლის მცდელობები.