„ჩვენი თვითმმართველობა“ – ახალი რადიოპროექტი | საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„ჩვენი თვითმმართველობა“ – ახალი რადიოპროექტი

21 თებერვალი, 2013

დღეიდან ყოველ ხუთშაბათს, 16:05 საათზე რადიო „ათინათის“ ეთერში გავა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ზუგდიდის ოფისისა და „ათინათის“ ერთობლივი გადაცემა „ჩვენი თვითმმართველობა“. გადაცემის ჩანაწერები რეგულარულად აიტვირთება ჩვენს ვებგვერდზეც. 

პირველი გადაცემა დაეთმო ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდებას, საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვას და არსებული პრაქტიკის ანალიზს. გადაცემის სტუმარია ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის ჯგუფის წევრი არჩილ თოდუა, რომელიც ვრცლად მიმოიხილავს ევროპულ გამოცდილებას თვითმმართველობის საკითხებში, რომელიც ვრცლად მიმოიხილავს ევროპულ გამოცდილებას თვითმმართველობის კუთხით, ასევე საუბრობს თვითმმართველობის ევროპულ ქარტიასა და მისი საქართველოში რატიფიკაციის ეტაპებზე.

print