მთავრობის საარჩევნოდ მოტივირებული განკარგულებები
10 სექტემბერი, 2024
23 ივლისს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ მიზნით მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 20 მილიონი ლარი. განაწილებული თანხა უნდა მოხმარდეს მუნიციპალიტეტების საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს, რომლის შერჩევის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი.
18 ივლისს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლითაც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, „წარმატებული ქართველების დაფასებისა და მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის გასამართი ღონისძიებებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით”, მთავრობის ადმინისტრაციას გამოეყო 250 000 ლარი.
გამოყოფილი თანხების ბუნდოვანი მიზნობრიობა ქმნის რისკს, რომ თანხები წინასაარჩევნო მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.