
მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ამჯერად საჯარო უწყებების წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ ინფორმაცია შეისწავლა. წარმომადგენლობითი ხარჯები მოიცავს მიღებებსა და ოფიციალურ სადილებზე, წვეულებებსა და ღონისძიებებზე, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებზე დახარჯულ თანხას. მედიის და საზოგადოების მხრიდან აღნიშნული ხარჯების მიზნობრიობის საკითხი ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში.
ძირითადი მიგნებები:
კვლევა ეყრდნობა 117 საჯარო უწყების მონაცემებს. ინფორმაცია სულ 142 საჯარო უწყებიდან გამოვითხოვეთ. აქედან 18-მა არ მოგვაწოდა, 7 უწყებას კი მსგავსი ხარჯი არ გაუწევია.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია არ მოგვაწოდა რამდენიმე მსხვილმა სახელმწიფო უწყებამ, როგორიცაა მთავრობის ადმინისტრაცია, იუსტიციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ენერგეტიკის სამინისტროები, რაც სავარაუდოდ მონაცემებს მკვეთრად შეცვლიდა. ინფორმაციის მოპოვების მიზნით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ამ უწყებებთან სასამართლოში აგრძელებს დავას.
ხელისუფლების მიერ კონფერენციების და ფორუმების ორგანიზება მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე საჭიროა ამ მიმართულებით გაწეული დანახარჯების დეტალური ანალიზი, რათა თავიდან იქნას აცილებული სახელმწიფო ბიუჯეტის არაეფექტური ხარჯვა. ასევე საზოგადოებას უნდა განემარტოს ამ ხარჯების ზრდის მიზეზი.
წარმომადგენლობითი დანახარჯები
“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, საჯარო უწყებებმა სხვადასხვა ღონისძიების მოწყობის, სტუმრების გამასპინძლების და მიღებების ორგანიზებაში 49 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს. 2013-2014 წლებში წარმომადგენლობითი ხარჯები მცირდებოდა, ხოლო 2014 წლიდან დანახარჯების ტენდენცია მზარდია და 2017 წელს უკვე აღემატება 2012 წელს გაწეულ ხარჯებს.

ყველაზე მაღალბიუჯეტიანი უწყებები
წარმომადგებლობითი ხარჯების მხრივ ყველაზე მეტი დანახარჯი შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს. ხუთეულში ასევე შედის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია.


მხოლოდ ამ ხუთი საჯარო უწყების წარმომადგენლობითი ხარჯი ჯამში 26 მლნ ლარზე მეტია, რაც სრული წარმომადგენლობითი ხარჯების 50%-ზე მეტს შეადგენს:

უწყებების მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების ცალკეული შემთხვევები
ავტორები: მარიამ გოგიაშვილი, სალომე ცეცხლაძე
კვლევის ხელმძღვანელი და თანაავტორი: მამუკა ანდღულაძე