
მე-9 მოწვევის პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმა განახორციელა და ქვეყანა სრულად გადავიდა საპარლამენტო მართვის მოდელზე. პარლამენტს საკანონმდებლო და მაკონტროლებელი ფუნქციის შესრულება მოუწია საგანგებო მდგომარეობის დროსაც და დაძაბული პოლიტიკური მოვლენების ფონზე, რამაც კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა ის ხარვეზები, რაც არაერთი წელია ვლინდება პარლამენტის საქმიანობის პროცესში.
საკანონმდებლო ნორმების გაუმჯობესება დადებითად აისახა საპარლამენტო კონტროლის განხორციელების პრაქტიკაზე. თუმცა, პროგრესის მიუხედავად, კვლავ პრობლემად რჩება, საპარლამენტო კონტროლის განხორციელების პროცესში ოპოზიციის როლი, როგორც დეპუტატების, ასევე მთავრობის წევრთა ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საკითხები.
მე-9 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის ინიციატივით პირველად შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, თუმცა პარლამენტმა კომისიის დასკვნა არ გაიზიარა.
ზოგადი სტატისტიკა:
მნიშვნელოვანი მოვლენები
პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება
პროგრესულად შეფასებულ კანონთა შორისაა: პარლამენტის ახალი რეგლამენტი, სექსუალური შევიწროების შესახებ ინიციატივა, ბავშვის უფლებათა კოდექსი, შშმ პირებზე ახალი კანონი, ელექტრონული სამაჯურით მოძალადის ზედამხედველობა, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის - „სტამბოლის კონვენციის” რატიფიცირება და მისგან გამომდინარე ცვლილებები.
პოზიტიური კანონები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს: ეთიკის კოდექსი, რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაცია, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნა, ახალი კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი რეგულაცია.
ნეგატიური საკანონმდებლო ცვლილებები: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მთავრობის მიერ შემზღუდავი ღონისძიებების განხორციელება, ქონებრივი დეკლარაციის შევსებისა და დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობის წესის ცვლილება, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნა, თვითმმართველობის ერთეულების გაუქმება.
განხორციელებული რეფორმები მნიშვნელოვანი ხარვეზებით: საარჩევნო და სასამართლო რეფორმა.
ინფორმაცია პარლამენტის წევრების აქტივობის შესახებ
მეცხრე მოწვევის პარლამენტში აქტიურობით შემდეგი წევრები გამოირჩეოდნენ:
პასიური დეპუტატები
წარმოგიდგენთ რეკომენდაცებს, რომლებიც მნიშვნელოვანად მიგვაჩნია, რომ საქმიანობის წარმართვის პროცესში გაითვალისწინოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა:
[1] წყარო: https://bit.ly/3dm8Mpi [3], საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდი.
[2] იგულისხმება უმრავლესობის გარეთ არსებული სუბიექტები: პარლამენტის წევრი, ფრაქცია.
[3] ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ „ევროპული საქართველო-რეგიონები“ ინიციატივა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, https://info.parliament.ge/#law-drafting/15734 [4]; ადა მარშანიას ინიციატივა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე https://info.parliament.ge/#law-drafting/17661 [5]; გია ჟორჟოლიანის ინიციატივა საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, https://info.parliament.ge/#law-drafting/18626 [6] .
[4] ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატები თავდაპირველად იყვნენ უმრავლესობის წევრები. შრომის კოდექსსა და თანმდევ კანონებში ცვლილებები https://info.parliament.ge/#law-drafting/20311 [7] ავტორი: დიმიტრი ცქიტიშვილი, ინიციატორები: დ. ცქიტიშვილი, ს. კილაძე, დ. მათიკაშვილი, თ. ჩუგოშვილი, ი. კობახიძე, რ. იონათამიშვილი, თ. ხულორდავა.; საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, https://info.parliament.ge/#law-drafting/18239 [8] , აკაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ლევან კობერიძე, მირიან წიკლაური, დიმიტრი მხეიძე, კობა ნარჩემაშვილი ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი აკაკი ზოიძე; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები, სიმონ ნოზაძე, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ბერაია, კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი, გია ბენაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, https://info.parliament.ge/#law-drafting/17774 [9] ; შრომის კოდექსსა და თანმდევ კანონებში ცვლილებები, https://info.parliament.ge/#law-drafting/17053 [10] ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, რატი იონათამიშვილი, გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი ტუღუში ავტორი: საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო.
[5] მერვე მოწვევის პარლამენტში ჰქონდა 1 სიტყვით გამოსვლა.
Links
[1] http://parliament.ge/ge/ajax/downloadFile/142717/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90_2016-2020
[2] https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/242924
[3] https://bit.ly/3dm8Mpi
[4] https://info.parliament.ge/#law-drafting/15734
[5] https://info.parliament.ge/#law-drafting/17661
[6] https://info.parliament.ge/#law-drafting/18626
[7] https://info.parliament.ge/#law-drafting/20311
[8] https://info.parliament.ge/#law-drafting/18239
[9] https://info.parliament.ge/#law-drafting/17774
[10] https://info.parliament.ge/#law-drafting/17053
[11] https://transparency.temporary.ge/sites/default/files/sakartvelos_parlamentis_ix_mocvevis_otxcliani_angarishi_2.pdf
[12] https://transparency.temporary.ge/ge/category/tags/parlamenti