
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციის მიერ 2021 წელს გაწეული ხარჯები, რამაც ჯამურად 5,567,583 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელ არც ერთ კრიტიკულ ფუნქციას არ ასრულებს, არსებული პრაქტიკა კი გვიჩვენებს, რომ „სახელმწიფო რწმუნებულების“ გავლენა მუნიციპალიტეტებზე მაღალია, ისინი ხშირად ერევიან პირდაპირი წესით არჩეული მერების და საკრებულოების საქმიანობაში და მნიშვნელოვნად ზღუდავენ მათ დამოუკიდებლობას. დეცენტრალიზაციის დაბალი დონის პირობებში, „სახელმწიფო რწმუნებულის“ ინსტიტუტი ცენტრალური ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტია მუნიციპალიტეტებზე ფორმალური თუ არაფორმალური კონტროლის განსახორციელებლად.

კვლევაში თავმოყრილია მონაცემები გაცემული შრომის ანაზღაურების, ჯილდოს/პრემიის და სახელფასო დანამატის, ასევე ადმინისტრაციების მიერ ტელეკომუნიკაციაზე, მივლინებებზე, საწვავზე, ავტომობილების შეკეთება/დიაგნოსტიკაზე გაწეული და წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ.
ძირითადი მიგნებები:
თანამშრომელთა რაოდენობა:
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში 2021 წელს დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა, ამჟამად 9 ადმინისტრაციაში 257 ადამიანია დასაქმებული, რაც 18 ერთეულით ნაკლებია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან [1] (275 დასაქმებული) შედარებით.
ყველაზე მეტი - 35 ადამიანია დასაქმებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ყველაზე მცირე - 25 კი იმერეთის ადმინისტრაციაში.
შრომის ანაზღაურება:

სატრანსპორტო მომსახურება
სახელმწიფო რწმუნებულის 9 ადმინისტრაციამ სატრანსპორტო მომსახურებაში 876,369 ლარის ხარჯი გასწია, საიდანაც 602,937 ლარი საწვავის შეძენაზე, 273,432 ლარი კი ავტომობილების შეკეთებაზე დაიხარჯა.
ავტომობილები და მათი შეკეთების ხარჯები
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ცხრილში [3].
საწვავი
სახელმწიფო რწმუნებულები ყოველთვიურად 400-დან 1200 ლიტრამდე საწვავს მოიხმარენ. 2021 წელს თანამდებობის პირებს შორის ყველაზე დიდი ოდენობით საწვავი (10,663 ლიტრი) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა გახარჯა.

გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ არ მოგვაწოდა სახელობითი სია და ინფორმაცია მოქმედი და ყოფილი რწმუნებულების მიერ გახარჯული საწვავის შესახებ.
სახელმწიფო რწმუნებულების მიერ გახარჯული საწვავის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ცხრილში [4].
საწვავის შეძენასა და ავტომობილების შეკეთებაზე გაწეული ხარჯები იმდენად მაღალია, რომ მნიშვნელოვანია გასაჯაროვდეს, თუ რა კონკრეტული უფლებამოსილებების განხორციელებისა და მიზნებისთვის იქნა ეს თანხა გახარჯული.
აუცილებელია, საწვავისა თუ ავტომობილების არასამსახურებრივი მიზნებისთვის გამოყენების რისკების შესამცირებლად შემუშავდეს წესები, რომლითაც მკაცრად დარეგულირდება, თუ როდის და რა სახის უფლებამოსილების განხორციელებისთვის გამოიყენებენ ავტომობილებსა და შესყიდულ საწვავს.
სატელეკომუნიკაციო და სამივლინებო ხარჯები:
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა სატელეფონო კომუნიკაციებზე 2021 წელს 48,437 ლარი გახარჯეს. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ სატელეფონო კომუნიკაციის ხარჯებში გააერთიანა ტელევიზიის, შიდასაქალაქო ტელეფონის და ინტერნეტის ხარჯები, შესაბამისად ქვემო ქართლის მონაცემები ყველა ამ ხარჯს მოიცავს.
ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინებებზე სამხარეო ადმინისტრაციებმა 4,491 ლარი გახარჯეს.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ცხრილში [5].
წარმომადგენლობითი ხარჯები:
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ცხრილში [6].
Links
[1] https://drive.google.com/file/d/1CWonfuBhYaBkeLryakXKm31PhXXvL3EY/view?usp=sharing
[2] https://drive.google.com/file/d/1RCN8A2qb3n2T3VrAUURErUEeoB5chVFO/view?usp=sharing
[3] https://drive.google.com/file/d/1LSakOPjUH-V0O2op0u4A2rZNrG1T3rQS/view?usp=sharing
[4] https://drive.google.com/file/d/1yWkhWI3NXh_uk7O9prZia63IpYzcL13D/view?usp=sharing
[5] https://drive.google.com/file/d/1WUIeH1DKTjGdXLH-KPNTjLK-OT602j79/view?usp=sharing
[6] https://drive.google.com/file/d/1JRQoO19NA4pDs5NeriEd6aL-arvEdDN2/view