
საქართველოს რეგიონებში სულ უფრო იმატებს კორუფციის სავარაუდო შემთხვევები. თანამდებობის პირებთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები მსხვილ კონტრაქტებს იღებენ სახელმწიფო შემსყიდველებისგან.
დოკუმენტში თავმოყრილია ის საეჭვო ტენდერები და გამარტვებული შესყიდვები, რომლებსაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” იკვლევდა სხვადასხვა დროს და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ოფიციალურად მიმართავდა რეაგირებისთვის იმ სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე, რომლებიც ამ შესყიდვებში იკვეთებოდა.
ამ კომპანიებმა ბოლო 10 წელში ჯამში 2 მილიარდ 150 მილიონ ლარამდე მიიღეს:
აჭარა / 736 469 823 ლარი
ბოლოს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებული 4 კომპანიის - შპს “გიგა-2015”-ს, შპს “აისის”, შპს ‘ქედეს” და შპს “როდას” სახელმწიფო შესყიდვებზე 2020 წელს წერდა [1]. მას შემდეგ შესყიდვებით მიღებული შემოსავალი 6 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა.
“აჭარგანათების” 100% წილს სრულად ფლობს „ქართული ოცნებიდან” ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ირაკლი თოფურიძის დედა, ზოია დოლიძე. ეს კომპანია დააფუძნა ირაკლი თოფურიძის მამა, თამაზ თოფურიძემ, რომელიც ასევე იყო ბათუმის საკრებულოს წევრი 2010-14 წლებში. დღეს კომპანიის წილები სრულად გამოისყიდა ოჯახმა და მას ხელმძღვანელობს ირაკლი თოფურიძის ძმა, ნიკოლოზ თოფურიძე.
თავის მხრივ, ნიკოლოზ თოფურიძე ფლობს შპს „განათებას [3]” 100%-იან წილს და იგი სახელმწიფო შესყიდვებში უმეტესად უკონკურენტოდ მონაწილეობს. თუ „აჭარგანათება” ბათუმის გარე განათების სერვისის ძირითადი მიმწოდებელია, „განათების” სამოქმედო სივრცე ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებია
„ჯორჯიან სტოუნის” დირექტორი ბადრი რომანაძე 2011-2014 წლებში ქობულეთის მერიაში არქიტექტურის სამსახურის უფროსი იყო. სწორედ მისი საჯარო სამსახურიდან წასვლისა და კომპანიის დირექტორად დანიშვნის შემდეგ იმარჯვებს „ჯორჯიან სტოუნის” ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში.
Ნუკრი დოლიძე ადრე თავად იყო ბათუმის საკრებულოს წევრი. მისი და მისი ოჯახის წევრების კომპანიების ფავორიტული მდგომარეობა სახელმწიფო შესყიდვებში კიდევ ერთხელ ავლენს ე.წ. მბრუნავი კარის პრობლემის სიმწვავეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის დასკვნაში [6] პირდაპირ უთითებდა „მონოლითი 2005”-სა და „ბონდი 2009”-ის უკონკურენტო პირობებში გამარჯვების შემთხვევებზე. ნუკრი და ლევან დოლიძეები, ასევე მათთან დაკავშირებული პირები უმთავრესად ფინანსებს სწირავენ მმართველ პარტიებს. საკმაოდ მანკიერ პრაქტიკად ჩამოყალიბდა, რომ ბიზნესის წარმომადგენლები პოლიტიკურ ძალას მაშინ აფინანსებენ, როდესაც ეს ძალა მმართველი ხდება. მსგავს პრაქტიკაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” პერიოდულად ანგარიშებს აქვეყნებს.
ლევან დოლიძე ჯერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად/კონსულტანტად დაინიშნა ინფრასტრუქტურულ საკითხებში, შემდეგ კი გახდა ბათუმის საკრებულოს წევრი.
შემოსავლების 67% ამ კომპანიებმა ბათუმის იმ მუნიციპალური იურიდიული პირებიდან მიიღეს, რომელთა კონტროლი ირაკლი პატარიძეს ევალებოდა.
კომპანიის დირექტორი, ოთარ ზოიძე მუნიციპალური შპს „ქობულეთის წყლის” ყოფილი ხელმძღვანელია, მისი მოადგილის, გია გოლიაძის მეუღლე - ფატი ჯინჭარაძე კი ქობულეთის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსია. აუდიტის სამსახურის ანგარიშებით ირკვევა, რომ „ზომა” სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული სხვა კომპანიების ქვეკონტრაქტორიცაა.
სახელმწიფო ტენდერებში შპს „ესია ჯგუფი” 2021 წლის ივლისიდან მონაწილეობს და დღემდე 1,869,747 ლარი მიიღო. ეს კომპანია ბათუმის მუნიციპალური ა(ა)იპის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორის, აკაკი ბერიძის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი აზნაურიშვილმა დააფუძნა. „ესია ჯგუფი” ქედის მერიისა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების ქვეკონტრაქტორია და მნიშვნელოვან შემოსავალს აქედან იღებს. ქედის მერი, როლანდ ბერიძე და გზების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, რაულ ბერიძე აკაკი ბერიძის ძმები არიან.
გიორგი ჭყონია ფლობს 20 კომპანიის წილს და ხელმძღვანელობს 3 კომპანიას. ეს კომპანიები, თავის მხრივ, ფლობენ სხვა კომპანიების წილებს. გიორგი ჭყონიას კომპანიებიდან 3 - Შპს „გზა” [10], შპს „ბათუმი ცენტრალი” [11] და შპს „შატო კვირიკე” [12] აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში. გიორგი ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას და საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ჯამში შეწირეს 1 394 000 ლარი.
სამცხე-ჯავახეთი / 409 441 633 ლარი
ჩვენი კვლევის გამოქვეყნების საფუძველზე სუს-ის ანტკორუფციულმა სამსახურმა ზაზა მელიქიძის საქმეზე გამოძიება დაიწყო [15]. თუმცა, ზაზა მელიქიძისა და მისი ნათესავების კომპანიები ამის შემდეგაც მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში და ამ პერიოდში მათ ჯამში 752 686 ლარი მიიღეს. ზაზა მელიქიძე დღეს აღარ არის მუნიციპალიტეტის მერი, იგი 2021 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“.
ჩვენი კვლევის გამოქვეყნების დროს კომპანიას 4 096 286 ლარი ჰქონდა მიღებული. მაშინ ამ შესყიდვებში აუდიტმა დარღვევა დაადგინა [17], გელვასი გელაძემ კომპანიაში წილიც კი დათმო [18], თუმცა კომპანია დღემდე იღებს სახელმწიფო შესყიდვებს.
2021 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც ენზელ მკოიანი „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად აღარ წარადგინა, საჯარო უწყებებმა მის კომპანიებთან შესყიდვების გაფორმება შეწყვიტეს.
ვიდრე მამუკა მელიქიძე თანამდებობის პირი გახდებოდა, მისი ძმის კომპანია, ასპინძის მუნიციპალიტეტის ტენდერებში არ მონაწილეობდა. მამუკა მელიქიძის საკრებულოში შესვლის შემდეგ კი სს „XXI საუკუნემ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში 2016-2019 წლებში 740 065 ლარი მიიღო. დღეს მამუკა მელიქიძე ასპინძის საკრებულოს წევრია მხოლოდ, თუმცა მისი ძმის კომპანიის შემოსავლები სახელმწიფო შესყიდვებიდან კიდევ 1 240 502 ლარით გაიზარდა.
ჩვენი კვლევის გამოქვეყნების დროს კონსტანინ ვარდანიანის კომპანიას ბიუჯეტიდან მხოლოდ 320 645 ლარი ჰქონდა მიღებული. ამის შემდეგ მან კომპანია დათმო და ის დღემდე მის მეუღლე ეკუთვნის. თავად ისევ მიიღო მონაწილეობა ადგილობრივი თვითთმართველობის 2021 წლის არჩევნებში და ისევ Საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა.
შპს „არალისთვის“ ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხა ათეულობით მილიონი ლარით გაიზარდა 2018 წლის აგვისტოდან, როცა კომპანიის მაშინდელმა მესაკუთრემ, ოთარ თათეშვილმა აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილს საკუთარი სახლის ასაშენებლად [22] 450 კვ.მ. მიწა მიჰყიდა [23]. თუ მანამდე 7 წელში ტენდერებით ჯამურად 51 585 275 ლარი ჰქონდა მიღებული, მომდევნო ოთხწელიწადნახევარში მოგებული ტენდერებით ხელშეკრულებები 260 მილიონ ლარამდე გაუფორმდა.
შპს „კომპანია ელ ეს ჯორჯია“ თათეშვილების ოჯახის კუთვნილი ათზე მეტი კომპანიიდან ერთ-ერთია, იგი ეკა თათეშვილმა 2014 წელს დააფუძნა [26]. თუმცა, კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებს 2020 წლის 4 თებერვლიდან იღებს, მას შემდეგ, რაც ეკა თათეშვილმა შპს-ს დირექტორობა და 50% წილი მეუღლეს, ტარიელ ტალახაძეს, ნოდარ ტალახაძის ვაჟს გაუფორმა [27]. კომპანიამ ახალციხის მუნიციპალიტეტში ყველა ტენდერი, გარდა ერთისა, უკონკურენტოდ ან კონკურენტის დისკვალიფიკაციით მოიგო. იმ ერთ შემთხვევაშიც მისი კონკურენტი შპს „არალი“ იყო [28].
ჩვენი კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ნოდარ ბალახაშვილის კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში აღარ მონაწილეობს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილ უფროსთან გიორგი [30] ყიფიანთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2014-2023 წლებში 5 477 175 ლარი მიიღეს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „მაჟორიტარების“ თავმდჯომარის, ფირან [31] გოგიჩაშვილის კომპანიამ 2018-დან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 2 506 833 ლარი მიიღო, ბორჯომის მუნიციპალური ააიპ-ის ხელმძღვანელის, ვაჟა [24] გელაშვილის მეუღლის კომპანიამ 2020 წელს სახელმწიფო შესყიდვებით 909,000 ლარი მიიღო.
შესყიდვებიდან მიღებული თანხიდან 667 186 ლარი (საერთო თანხის 47.9%) კომპანიას ახალქალაქის ბიუჯეტიდან დაერიცხა. ჩვენი კვლევის გამოქვეყნების შემდეგ მარტინ გაბრიელინის კომპანიისა და ახალქალაქის მერიის სახელმწიფო შესყიდვებში, შესყიდვების სააგენტომ დარღვევები დაადგინა. რის საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალქალაქის მერიის სატენდერო კომისიის წევრებს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
შიდა ქართლი / 353 199 362 ლარი
იოსებ მაკრახიძე 2016-2020 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და ამ წლებში მისმა და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა - შპს “იბოლიამ”, შპს “შარამ” და შპს “არქმშენსტუდია-2002”-მა სახელმწიფო შესყიდვებიდან 91.8 მილიონ ლარზე მეტის მიიღეს. ეს კომპანიები ძირითადად უკონკურენტოდ იმარჯვებდნენ, შემსყიდველები კი უმრავლეს შემთხვევაში გორი და შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტები არის.
კახეთი / 421 000 000 ლარი
გიორგი ზედელაშვილი სამართალდამცავ სტრუქტურებში, მათ შორის მაღალ თანამდებობებზე, 1994 წლიდან მუშაობდა [41], ხოლო “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იგი შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ/სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტის) დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 2017 წლის ბოლომდე გიორგი ზედელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გიორგი ზედელაშვილის სახელი კახეთში მიმდინარე არაერთ პროცესს უკავშირდება. მისი აქტიურობა განსაკუთრებით იკვეთება ყვარელში, თელავში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. ზედელაშვილი მოიაზრება ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის წევრად [42].
იმერეთი / 131 994 071 ლარი
2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ბლოგში ვწერდით, რომ მურმან [44] ტოგონიძემ 2014 წლიდან გამოქვეყნების დღემდე 16 395 591 ლარის შესყიდვები მიიღო. ბოლო სამ წელიწადში მიღებული თანხა თითქმის გაორმაგდა.
ეს თანხა 100 ტენდერისა და 11 გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით დაგროვდა. ჯეირან ომანაძე პოლიტიკური შემწირველიცაა, მან და მისმა კომპანიამ “როსტვერკმა” [48]პარტია “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს” 2017-2021 წლებში 135,000 ლარი შესწირეს [49].
“ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულია შპს “ბორანის” [50] მოქმედი დირექტორის, ბექა არაბიძის დედა, ნინო ჩხიკვაძე, რომელიც წარსულში კომპანიის 22% წილს ფლობდა. ამჟამად იგი თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. დღეს კომპანიის 66% წილს ნინო ჩხიკვაძის დედა, თამარ ღარიბაშვილი ფლობს. ეს წილი გარდაცვალებამდე ეკუთვნოდა მის მეუღლეს, ამირან ჩხიკვაძეს, რომელმაც 1998 წელს თავის პარტნიორებთან ერთად დააფუძნა შპს “ბორანი” და 2020 წლამდე იყო მისი დირექტორი. 2017 და 2020 წლებში ამირან ჩხიკვაძემ “ქართულ ოცნებას” ჯამში 60,000 ლარი შესწირა [52].
აღსანიშნავია, რომ თავად იუზა უგულავა 2019 წლიდან ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიას. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იუზა უგულავა ვალდებული იყო, განეცხადებინა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ (რადგანაც ტენდერში მონაწილე კომპანიის წილის მფლობელი და დირექტორი მისი ბიზნესპარტნიორია) და შეეწყვიტა აღნიშნული შესყიდვების განხილვის პროცესში მონაწილეობა.
სამეგრელო - ზემო სვანეთი / 96 703 744 ლარი
ალეკო ხვისტანი შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისის” დირექტორია, ხოლო ამ კომპანიის 50% წილს ფლობს მისი მეუღლე მაია ჭელიძე. ეს კომპანია საიდუმლო შესყიდვებში მას შემდეგ მონაწილეობს და იმარჯვებს, რაც მის მმართველობაში ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავები გამოჩნდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია ვიქტორ ჯაფარიძის ვაჟი, ოთარ ჯაფარიძე.
დავით ჩართოლანი 2012 წელს ბოლნისში ხელმძღვანელობდა “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს და შემდეგ გახდა ამ მუნიციპალიტეტში გამგებლის მოადგილე. დავით ჩართოლანი ამავე სახელწოდების კიდევ ერთ კომპანიას ფლობს პარტია “ქართული ოცნების” შემწირველთან [59] და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორთან [60] - ოთარ ჩართოლანთან ერთად.
ამავდროულად ალექსანდრე ხერგიანი მესტიის მერის მოადგილის, ნელი ნავერიანის შვილის ბიზნესპარტნიორია შპს “ჰაწვალი 2015“ [62]-ში. ნელი ნავერიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილის მეუღლეა.
ამ ტენდერებში „არქეოპოლისს“ კონკურენტი მხოლოდ 3 შემთხვევაში ჰყავდა, მათ შორის ორჯერ სენაკის მერის ბიძაშვილის, იოსებ გადელიას კომპანია შპს „ინდიკო“. ვახტანგ გადელია წასულში თავადაც მუშაობდა სს „არქეოპოლისში“ – 2009-2013 წლებში ის ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. სენაკის მერის ტენდერებში სს „არქეოპოლისის“ საეჭვო ჩართულობაზე 2022 წელსაც ვწერდით (https://rb.gy/jp5faf) თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კორუფციის შესაძლო ნიშნები არ/ვერ აღმოაჩინა.
კომპანიის ძირითადი შემსყიდველები არიან სენაკის მერია, მუნიციპალური აიპები და სენაკის საჯარო სკოლები. დღეს დავით ადამია აღარ არის სენაკის საკრებულოს წევრი, თუმცა, სავარაუდოდ, მალავს საკუთარ კავშირს როგორც კომპანიასთან, ისე შესყიდვებში ჩართულობასთან.
ჩხოროწყუში ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებას ჯუმბერ იზორიას ოჯახის კომპანია „თოგენი” ახორციელებს.
დათო გოგუა ჩხოროწყუს მერია [80] 2012 წლის დეკემბრიდან დღემდე (2017 წლამდე - გამგებელი). სალომე პაპავა ჩხოროწყუს მერიის თანამშრრომელია, მისი მამა, ჯამბულ პაპავა კი პარტია “ქართული ოცნების” კოორდინატორია.
Links
[1] https://transparency.ge/ge/blog/ra-sargebeli-moakvs-mazhoritar-bolkvazes-natesavebistvis-da-daaxloebuli-pirebistvis
[2] https://transparency.ge/ge/post/mmartvel-partiastan-dakavshirebuli-acharganatebisa-da-ganatebis-monopoliuri-mdgomareoba-acharis/?custom_searched_keyword=%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90
[3] https://drive.google.com/file/d/1CroL97LDiz9IPzpOxSyd0DbRWcS8fkIP/view?usp=sharing
[4] https://transparency.ge/ge/blog/korupciis-riskebi-kobuletis-municipalitetis-ukonkurento-shesqidvebshi
[5] https://transparency.ge/ge/blog/politikuri-shemocirulebebis-kvartaluri-sainpormacio-biuleteni-n3
[6] https://sao.ge/files/auditi/auditis-angarishebi/2018/batumis-meria.pdf?fbclid=IwAR2r1gc_3S_pW2jlfQIJohPLazXwHLVt67cGPGA6acUBUllABPHz90I5t_s
[7] https://transparency.ge/ge/blog/batumis-sakrebulos-cevrisa-da-misi-sizis-kompaniebis-milioniani-sargebeli-batumis
[8] https://transparency.ge/ge/blog/kobuletis-meriis-qopil-da-mokmed-magalchinosebtan-dakavshirebuli-kompaniis-saechvo-shesqidvebi
[9] https://transparency.ge/ge/blog/magalchinosan-zmeb-berizeebtan-dakavshirebuli-kompaniis-saechvo-korupciuli-garigebebi-acharashi
[10] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFMHZexMzLEBmPE9ZDkAB7eq1%5BEbTgAufN8oF%5BN6MmJPh
[11] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFJyI0oMKvkiI0bTjOT4d6JlIokCvVUMLIbr6Yin3QxIR
[12] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFL9rjEUFkghzeQslbYjxgDKL%5Bfn5HMUSNA%5DPh1quLBpX
[13] https://transparency.ge/ge/post/axalcixis-meris-kompaniebi-axalcixeshi-tenderebs-igeben
[14] https://transparency.ge/ge/blog/samcxe-javaxetshi-tanamdebobis-pirebis-zmebis-kompaniebi-tenderebs-igeben
[15] https://sknews.ge/ka/old/24641
[16] https://transparency.ge/ge/blog/axalcixis-meris-mrchevlis-kompania-axalcixeshi-tenderebs-igebs
[17] https://sknews.ge/ka/news/31206
[18] https://sknews.ge/ka/news/27228
[19] https://transparency.ge/ge/blog/enzel-mkoianis-sacvavis-biznesi-javaxetshi-deputatis-ojaxis-kompaniebma-biujetidan-2-mln-larze
[20] https://transparency.ge/ge/blog/ninocmindis-sakrebulos-tavmjdomaris-moadgilis-televizia-ninocmindis-municipalitetshi-tenderebs
[21] https://transparency.ge/ge/blog/abastumanshi-bizina-ivanishvilis-dagegmil-proektebshi-chartuli-kompania-arali-milionian
[22] https://sknews.ge/ka/old/20309
[23] https://drive.google.com/file/d/1ITaSlpq2mI7x44Y5rtt-UDor7W8LUHrv/view
[24] https://transparency.ge/ge/blog/ocnebis-shemcirvelebis-da-tanamdebobis-pirebis-kompaniebi-saxelmcipo-programebidan-subsidiebs/?custom_searched_keyword=%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98
[25] https://transparency.ge/ge/blog/axalcixis-sakrebulos-tanamdebobis-piris-shvilis-kompaniam-9-mln-laramde-saxelmcipo-shesqidvebi?fbclid=IwAR1ba8_kMh0YeeuOkc-14wZgvIk36Pd0oYiVfhZUkv7Dq6HvjNTPm3hiEoM
[26] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFAJOmmHYbbcl7TBSJoP6do5wUon%5DG%5D1qH1E3bbLrc%5B%5B9
[27] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFCNo%5DVhKhFkDnp89DvJ6sdtDVz9qjA2AaoDsHCZ2s%5DKw
[28] https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=481799&lang=ge
[29] https://transparency.ge/ge/blog/samcxe-javaxetshi-korupciistvis-nasamartlevi-pirebi-saxelmcipo-shesqidvebs-igeben
[30] https://transparency.ge/ge/post/savaraudo-korupciuli-paktebi-borjomis-municipalitetis-saxelmcipo-shesqidvebshi/?custom_searched_keyword=%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98
[31] https://transparency.ge/ge/post/mbrunavi-karis-da-shesazlo-korupciis-shemtxveva-borjomis-municipalitetshi/?custom_searched_keyword=%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98
[32] https://transparency.ge/ge/blog/axalkalakis-municipaluri-aaip-direktoris-kompania-adgilobriv-tenderebs-igebs
[33] https://transparency.ge/ge/blog/samcxe-javaxetis-municipalitetebi-ivanishvilis-ashenebul-saragbo-bazas-apinanseben
[34] https://transparency.ge/ge/blog/axalkalakis-policiis-qopili-magalchinosnis-kompaniebma-tenderebit-26-milion-larze-meti-miiges
[35] https://www.facebook.com/photo/?fbid=656284139874690&set=a.622651449904626
[36] https://transparency.ge/ge/blog/ninocmindis-sakrebulos-magalchinosnis-bizam-da-ocnebis-shemcirvelma-3-mln-laramde-shesqidvebi
[37] https://transparency.ge/ge/blog/adigenis-sopel-xevashenshi-meris-carmomadgenlis-zmebis-kompaniebma-2-milionamde-laris
[38] https://transparency.ge/ge/blog/kartuli-ocnebis-dampinanseblebis-da-qopili-magalchinosnebis-kompaniebi-shida-kartlshi-da-samcxe
[39] https://transparency.ge/ge/blog/goris-mazhoritar-kandidatad-dasaxelebis-shemdeg-ioseb-makraxizestan-dakavshirebulma-kompaniebma
[40] https://transparency.ge/ge/blog/giorgi-zedelashvilis-ojaxis-cevrebis-biznes-interesebi-hesebsa-da-gzebis-msheneblobashi
[41] https://www.interpressnews.ge/ka/article/309092-davit-sujashvilma-giorgi-zedelashvili-saxelmcipo-usaprtxoebisa-da-krizisebis-martvis-sabchos-aparats-carudgina/
[42] https://www.kvirispalitra.ge/politic/23567-shemdegi-tcikaidze-iqneba-qgharib?all=1&add_new=1&reply=0&fbclid=IwAR157RyWKBl3yLzej8edBbht8LCDoI0w9FRjveF37ujK-YpqNmpAbpbKUos
[43] https://transparency.ge/ge/post/sistemuri-tendenciebi-kaxetis-municipalitetebis-shesqidvebshi
[44] https://transparency.ge/ge/blog/bizina-ivanishvilis-natesavi-tenderebs-umtavresad-imeretshi-igebs-0
[45] https://tendermonitor.ge/ge/organization/33667
[46] https://companyinfo.ge/ka/corporations/332218
[47] https://transparency.ge/ge/post/cqaltubos-sakrebulos-cevris-kompaniebma-63-milioni-laris-saxelmcipo-shesqidvebi-miiges/?custom_searched_keyword=%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%91
[48] https://transparency.ge/politicaldonations/ge/donations/11620
[49] https://transparency.ge/politicaldonations/ge/donations/7057
[50] https://www.companyinfo.ge/ka/corporations/398102
[51] https://transparency.ge/ge/post/imeretshi-tenderebs-kartul-ocnebastan-dakavshirebuli-kompania-igebs/?custom_searched_keyword=%E1%83%A9%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%99%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94
[52] https://transparency.ge/politicaldonations/ge/donations/7330
[53] https://transparency.ge/ge/blog/kutaisis-meris-moadgilis-biznespartnioris-kompania-adgilobriv-tenderebs-igebs
[54] https://transparency.ge/ge/blog/deputat-viktor-japarizestan-dakavshirebulma-kompaniebma-shesqidvebidan-6-milion-larze-meti
[55] https://transparency.ge/ge/post/sakartvelos-parlamentis-cevris-viktor-japarizis-ekonomikuri-interesebi
[56] https://transparency.ge/ge/blog/viktor-japarizis-natesavebis-kompania-saxelmcipo-shesqidvebshi-imarjvebs
[57] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFGPKGaXeaIbwLT9UVn7lxEqiTtDrS%5Bjeoz993JuZkNhC
[58] https://transparency.ge/ge/blog/bolnisis-gamgeblis-qopili-moadgilis-kompania-mestiashi-tenderebs-igebs
[59] https://transparency.ge/politicaldonations/ge/donations/4571
[60] https://transparency.ge/ge/post/sakartvelos-parlamentis-cevris-viktor-japarizis-ekonomikuri-interesebi/?custom_searched_keyword=%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0+%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AB
[61] https://www.facebook.com/tigeorgia/photos/a.217670378307579/8914748128599717/
[62] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFKvDsUTmIZiVdA6HB312YcwFVuZ8gWuyKafptFyLY2n4&fbclid=IwAR3YVAUeyHyDuOb1SQo_-oFlhwvfz_JS6ssiWcPk8c7OdEHeTHcdSDhah0I
[63] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFBBoTlgqxzGpZl1Mm6veKezxR2wj7w54jUb%5DwuPdDFjw
[64] https://transparency.ge/ge/post/mestiis-sakrebulos-cevris-kompania-adgilobriv-shesqidvebs-igebs
[65] https://transparency.ge/ge/post/samegrelo-zemo-svanetis-municipalitetebis-tanamdebobis-pirta-mexutedma-deklaraciebi-xarvezebit
[66] https://www.facebook.com/tigeorgia/photos/a.217670378307579/8949791781762018/
[67] https://transparency.ge/ge/post/senakis-meris-bizisa-da-bizashvilis-kompaniebi-adgilobriv-tenderebs-igeben?fbclid=IwAR2FeE8YcIdiCVnOpku6rWoLyOXAe4bWU1s8jEVM9bXTVzT7VmCCQzRLn0I
[68] https://transparency.ge/ge/blog/senakis-sakrebulos-cevris-kompania-tenderebs-igebs
[69] https://transparency.ge/ge/blog/parlamentis-cevris-jumber-izorias-zmisgan-chxorocqus-meriis-aaip-i-sacvavs-gamartivebuli-cesit
[70] https://transparency.ge/ge/blog/calenjixis-sakrebulos-tavmjdomaris-biznespartniori-calenjixashi-tenderebs-ukonkurentod-igebs
[71] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFLMgpdd%5By%5DTFox2TDvj7yzFJAb1I45lyJalH%5Du8wfrap
[72] https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFAIIx4ZsTfnrBRZSqSziiR%5D06TTk%5BBLxbsdymOe0dTZc
[73] https://transparency.ge/ge/blog/saechvo-shesqidvebi-zugdidis-municipalitetshi
[74] https://transparency.ge/ge/blog/zugdidshi-tenderebs-meriis-zedamxedvelobis-samsaxuris-uprosis-qopili-kompania-igebs/?custom_searched_keyword=%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90+%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98
[75] https://drive.google.com/file/d/1jxCGxBvHRpbO34Dy5heVDt4k3PR8oMgl/view
[76] https://transparency.ge/ge/blog/potis-meris-biznespartnioris-gamartivebuli-shesqidvebi
[77] https://transparency.ge/ge/post/zugdidis-municipaluri-kompaniis-direktori-da-misi-meugle-adgilobriv-tenderebs-igeben
[78] https://transparency.ge/ge/blog/saechvo-shesqidvebi-chxorocqus-municipalitetshi
[79] https://transparency.ge/ge/post/chxorocqus-municipalitetis-saechvo-shesqidvebi/?custom_searched_keyword=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94+%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90
[80] http://chkhorotsku.gov.ge/ge/meri
[81] https://www.facebook.com/tigeorgia/photos/a.217670378307579/6016826401725252/?type=3&locale=zh_TW
[82] https://transparency.temporary.ge/ge/category/tags/koruptsia