
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ შეშფოთებას გამოთქვამს 2012 წლის 18 სექტემბერს ინტერნეტით გავრცელებული [1] პატიმრების წამების ამსახველ ვიდეო მასალაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით.
გავრცელებული კადრების საფუძველზე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ადგილი აქვს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევას, მათ შორის:
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოითხოვს სრულყოფილად იქნას გამოძიებული ვიდეო მასალაში აღნიშნული ფაქტები და კანონის სრული სიმკაცრით დადგეს ყველა სამართალდამრღვევი პირის პასუხისმგებლობა.