

დაუყონებლივ გასავრცელებლად
თბილისი, 2013 წლის 2 აპრილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა ოთხთვიანი მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. სასამართლო მონიტორინგი განხორციელდა მაღალი საჯარო ინტერესის საქმეების სასამართლო სხდომებზეც, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში, ძირითადად, პარტიების დაფინანსების კანონმდებლობის დარღვევას ეხებოდა.
წინა მონიტორინგის პერიოდთან შედარებით, რომელიც 2011 წლის 5 ოქტობრიდან 2012 წლის 20 თებერვლამდე ვაწარმოეთ, 2012 წლის 1 ივნისიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებულმა მონიტორინგმა გარკვეული პროცედურული გაუმჯობესებები აჩვენა, კერძოდ:
მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მნიშვნელოვანი პრობლემები ჯერ კიდევ მრავლადაა. კერძოდ, მონიტორინგმა დაადგინა, რომ მოსამართლეთა დამოკიდებულება და ქცევა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეების მიმართ, ისევე, როგორც ამ საქმეებში წარმოდგენილი მხარეების მიმართ, კარდინალურად განსხვავდებოდა რიგითი ადმინისტრაციული დავების განხილვისგან. ასეთ შემთხვევაში გაუმჯობესებაზე საუბარი არ არის შესაძლებელი.
კერძოდ, მაღალი საჯარო ინტერესის ადმინისტრაციულ დავებში, რომლებიც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე დაიწყო, შემდეგი ხარვეზები გამოიკვეთა:
მეთოდოლოგია და შეფასების კრიტერიუმები
ანგარიშს საფუძვლად დაედო თბილისის, ბათუმის, ხლვაჩაურის, გორისა და თელავის პირველი ინსტანციის სასამრთლოებში 142 საქმეზე ჩატარებული 282 სასამართლო სხდომის მონიტორინგის შედეგები.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ახორციელებდა შემდეგი კრიტერიუმების მონიტორინგს:
ანგარიში მომზადებულია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსდა აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მეშვეობით.
მონიტორინგის პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. ის არ ასახავს USAIDის, აშშ–ის მთავრობის ან „აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ შეხედულებებს.

Links
[1] https://transparency.temporary.ge/sites/default/files/post_attachments/ticourt_0.jpg
[2] https://transparency.temporary.ge/sites/default/files/post_attachments/usaidcourt_0.jpg
[3] https://transparency.temporary.ge/sites/default/files/post_attachments/eastwestcourt_527x259.jpg
[4] https://transparency.temporary.ge/sites/default/files/post_attachments/Press%20ENG%2026.03.2013.pdf
[5] https://transparency.temporary.ge/sites/default/files/post_attachments/Press%20GEO%2026.03.2013.pdf
[6] https://transparency.temporary.ge/sites/default/files/post_attachments/ticourtgeo.jpg
[7] https://transparency.temporary.ge/sites/default/files/post_attachments/usaidcourtgeo_404x121.jpg
[8] https://transparency.temporary.ge/sites/default/files/post_attachments/eastwestcourtgeo_308x141.jpg
[9] https://transparency.temporary.ge/sites/default/files/post_attachments/Court%20Monitoring%20Repor%202%20GEO.pdf
[10] https://transparency.temporary.ge/ge/category/tags/martlmsajuleba
[11] https://transparency.temporary.ge/ge/tags/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90
[12] https://transparency.temporary.ge/ge/category/tags/sasamartlo